Pages

Tuesday, January 22, 2013

არაჯანსაღი საკვების პოპულარობის განმაპირობებელი მიზეზები.

არაჯანსაღი საკვების პოპულარულობას განაპირობებს:
• დაბალი ფასი
• დროის დაზოგვა
• კარგი რეკლამირება
• აქციები, ფასდაკლებები.


სწრაფი კვების ობიექტებზე, მომხმარებელს პროდუქციას შედარებით დაბალ ფასებში სთვაზბენ, ვიდრე რესტორნებსა და კაფე-ბარებში. აღსანიშნავია რომ ეს საკვები გამოირჩევა გემოთი, რაც განპირობებულია არომატიზატორების გამოყენებით. პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი საკვები ტვინზე მოქმედებდა როგორც ნარკოტიკები, რომლებიც მიჩვევას იწვევენ. რამოდენიმე კვირა თაგვების არაჯანსაღი პროდუქტებით კვების შემდეგ, თაგვების ტვინში არსებული სიამოვნების ცენტრი ნაკლებად მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტი საკვები სჭირდებოდა იმისათვის რომ სიამოვნება მიეღო. შემდეგ ეს თაგევბი გადაიყვანეს ჯანსაღ საკვებზე, თუმცა თაგვებმა ორი კვირა იშიმშილეს, იმის მაგივრად რომ ეჭამათ ის. დაწესებულების სახელწოდება „სწრაფი კვების ობიექტი“ მიგვანიშნებს, რომ ადგილზე მომსახურება გამარტივებულია რესტორნებსა და კაფე-ბარებთან შედარებით. მომხმარებელს ობიექტზე უფრო მცირე დრო ეხარჯება ვიდრე სხვა საკვებ დაწესებულებებში. სწორედ დროის ფაქტორია ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი რაც განაპირობებს Junk food- ის პოპულარულობას. ალბათ ყველას გვინახავს სატელევიზიო რეკლამები, რომლებიც ემსახურება არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაციას. ქუჩებშიც მომრავლდა მათი ბილბორდები და სააგიტაციო პოსტერები. ყველაფერი ეს მიმართულია მომხმარებლის დაინტერესებისა და მიზიდვისაკენ. ფერადი რეკლამები და პლაკატები კი ნამდვაშუალებაა ფასდაკლებებისა და ახალი აქციების წამოწყება.ყოველივე ეს მომხმარებელს ჰმატებს მოტივაციას ხშირად ისარგებლოს კონკრეტული ობიექტით და რაც შეიძლება მეტ აქციაში ჩაერთოს.მაგალითად გასულ თვეშ მაკდონალდმა წამოიწყო საახალწლო აქცია, რომლის ფარგლებშიც მაკდონალდსში შესული ყოველი მცირეწლოვანი იებდა საჩუქრად საბერ გბუშტსა და სათამშოს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ამ დროის ამ მონაკვეთშ მაკდონალდის ახალგაზრდა სტუმართა რიცხვმა საგრ

არაჯანსაღი საკვებით გამოწვეული რიგი პრობლემები.


არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება: ჰამბურგერი, ჰოთდოგი, ჩიზბურგერი, შაურმა, კარტოფილი ფრი, ჩიფსი, კოკაკოლა, ენერგეტიკული სასმელები და სხვა.  მიუხედავად იმისა, რომ ”უგემრილესია”, დამზადებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცის კატლეტით (რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის, ან უფრო ცუდი, წლების წინაც იყოს დამზადებული). ასევე ბოსტნეულიც შემოდის უცხოეთიდან, რომელიც შესაძლოა იყოს გენმოდიფიცირებული (GMO) პროდუქტი. ასევე ყველას გვიყვარს კარტოფილი "ფრი", მაგრამ არ ვიცით როგორ ამზადებენ მას. ის იწვება ზეთში, რომელიც დამზადებულია სოიოთი ან სიმინდით, რომელიც ასევე მთლიანად "GMO" პროდუქტია და შლის ადამიანის იმუნიტეტს, ამიტომ ასევე უკეთესი იქნება თუ "ფრის" ჭამის დროს ზომიერებას დავიცავთ და გადაჭარბებული რაოდენობით არ მივიღებთ. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ არაჯანსაღი საკვები იწვევს რიგ დაავადებებს:
·        1)გულსისხლძარღვთა
·        2)შაქრიანი დიაბეტი
·        3)სიმსუქნე
·        4)კარიესი
·        5)ღვიძლის დაავადებებს
·        6)კიბო

 თითოეული ეს დაავადება ერთმანეთზე ჟაჭვური ქსელითაა გადაბმული. ერთი მათგანის განვითარება ორგანიზმში იწვევს მეორეს ამოქმედებას. მაგალითად: არაჯანსაღი საკვები იწვევს სიმსუქნეს, სიმსუქნე გულსისხლძარღვთა პრობლემებსა და  დიაბეტს. სწორედ ამიტომ ექიმებიას რჩევაა, მოვერიდოთ სწრაფი კვების საშუალებებს, და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
 მაღალი ტექნოლოგიებისა და უმოძრაობის საუკუნეში ჭარბ წონას ყოველი მერვე ადამიანი უჩივის. დიეტოლოგები მას ჩვენი საუკუნის ეპიდემიასაც კი უწოდებენ.
მათი აზრით, სიმსუქნის მთავარი მიზეზი უმოძრაობა და არაჯანსაღი საკვებია.
 როგერც წესი სწრაფი კვების ობიექტებზე პროდუქტის მომზადებისას იყენებენ მრავალჯერად გამოყენებულ ზეთსა და არომატიზატორებს, რისი ხშირი მიღება იწვევს უკურნებად დაავადებას- კიბოს!!!

Sunday, January 6, 2013

სწრაფი კვება და ჯანმრთელობა


           ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას,                 იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასტ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.