Pages

Tuesday, January 22, 2013

არაჯანსაღი საკვებით გამოწვეული რიგი პრობლემები.


არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება: ჰამბურგერი, ჰოთდოგი, ჩიზბურგერი, შაურმა, კარტოფილი ფრი, ჩიფსი, კოკაკოლა, ენერგეტიკული სასმელები და სხვა.  მიუხედავად იმისა, რომ ”უგემრილესია”, დამზადებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცის კატლეტით (რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის, ან უფრო ცუდი, წლების წინაც იყოს დამზადებული). ასევე ბოსტნეულიც შემოდის უცხოეთიდან, რომელიც შესაძლოა იყოს გენმოდიფიცირებული (GMO) პროდუქტი. ასევე ყველას გვიყვარს კარტოფილი "ფრი", მაგრამ არ ვიცით როგორ ამზადებენ მას. ის იწვება ზეთში, რომელიც დამზადებულია სოიოთი ან სიმინდით, რომელიც ასევე მთლიანად "GMO" პროდუქტია და შლის ადამიანის იმუნიტეტს, ამიტომ ასევე უკეთესი იქნება თუ "ფრის" ჭამის დროს ზომიერებას დავიცავთ და გადაჭარბებული რაოდენობით არ მივიღებთ. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ არაჯანსაღი საკვები იწვევს რიგ დაავადებებს:
·        1)გულსისხლძარღვთა
·        2)შაქრიანი დიაბეტი
·        3)სიმსუქნე
·        4)კარიესი
·        5)ღვიძლის დაავადებებს
·        6)კიბო

 თითოეული ეს დაავადება ერთმანეთზე ჟაჭვური ქსელითაა გადაბმული. ერთი მათგანის განვითარება ორგანიზმში იწვევს მეორეს ამოქმედებას. მაგალითად: არაჯანსაღი საკვები იწვევს სიმსუქნეს, სიმსუქნე გულსისხლძარღვთა პრობლემებსა და  დიაბეტს. სწორედ ამიტომ ექიმებიას რჩევაა, მოვერიდოთ სწრაფი კვების საშუალებებს, და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
 მაღალი ტექნოლოგიებისა და უმოძრაობის საუკუნეში ჭარბ წონას ყოველი მერვე ადამიანი უჩივის. დიეტოლოგები მას ჩვენი საუკუნის ეპიდემიასაც კი უწოდებენ.
მათი აზრით, სიმსუქნის მთავარი მიზეზი უმოძრაობა და არაჯანსაღი საკვებია.
 როგერც წესი სწრაფი კვების ობიექტებზე პროდუქტის მომზადებისას იყენებენ მრავალჯერად გამოყენებულ ზეთსა და არომატიზატორებს, რისი ხშირი მიღება იწვევს უკურნებად დაავადებას- კიბოს!!!

2 comments:

  1. ვაუმე არადა ამ ყველაფერს ყოველდე მივირტმევ, ეს რა გავიგე😱😱😱

    ReplyDelete
  2. ძალიან დიდი მადლობა შენ ორიანს გადამარჩინე სკოლაში და ასევე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მაჩუქე მადლობა დიდი <3

    ReplyDelete